Wednesday, November 14, 2012

ინფორმაცია

პროექტის -”დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში”-ორგანიზებით  2012 წლის 15 ნოემბერ დაგეგმილია ნარჩენების მართვის სფეროსა და ნარჩენების რეციკლირების სექტორში დასაქმებული საწარმოების წარმომადგერნლების მონაწილეობით კონფერენციის ჩატარება თემაზე: რეციკლირების ბიზნესის როლი და მთავარი გამოწვევები მყარი მუნიციპალური ნარჩენების ინტეგრირებულ მართვაში”.

კონფერენციაზე განხილული იქნება და მოეწყობა დისკუსია შემდეგ საკითხებზე:

Ø  რეციკლირების სექტორის როლი მუნიციპალური ნარჩენების მართვასა და განსათავსებელი მუნიციპალური ნარჩენების მინიმიზაციაში. არსებული მდგომარეობა და მთავარი გამოწვევები;
Ø  საქართველოში მეორადი გადამუშავების საწარმოების მატერიალურ - ტექნიკური მდგომარეობა. ნარჩენების შეგროვება/სეპარაციის სისტემები და ტექნოლოგიები;
Ø  მეორადი გადამუშავების პროდუქტების ბაზრის შეფასება. ადგილობრივი და უცხო ქვეყნის ბაზრების ხელმისაწვდომობა;
Ø  რეციკლირების სექტორი სახელმწიფო პოლიტიკაში და დარგობრივ სტრატეგიებში;
Ø  მოსაზრებები და რეკომენდაციები  ნარჩენების რეციკლირების სექტორში დასაქმებული საწარმოების გაძლიერებისა და სახელმწიფო პროგრამებში ინტეგრირებისათვის.

2012 წლის 16 ნოემბერდაგეგმილია პროექტის ”დავასუფთაოთ საქართველო – საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში” ფარგლებში   ეროვნული შეხვედრის ჩატარება. შეხვედრაზე

Ø  წარმოდგენილი იქნება პროექტის ანგარიში;
Ø  მოეწყობა პროექტის ფარგლებში შექმნილი რუკების პრეზენტაცია;
Ø  წარმოდგენილი იქნება პოპულარული სახელმძღვანელომყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა”;
Ø  განხილული იქნება საქართველოში ნარჩენების მართვის არსებული პრაქტიკა და პოპულარული სახელმძღვანელო მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებზე;
Ø  წარმოდგენილი იქნება საქართველოში მწვანე ეკონომიკის განვითარების სიტუაციური ანალიზი მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების მაგალითზე;
Ø  გაიმართება ნარჩენების მართვის საკითხებზე  მომუშავე ჟურნალისტების, საუკეთესო ტელე-რეპორტაჟისა და აუკეთესო სტატიის ავტორების,  დაჯილდოება;
Ø  გაიმართება ნარჩენების მართვის სფეროსთან დაკავშირებული  „შემწუხებლები“ (Watchdog) ორგანიზაციების წარმომადგენელი აქტიური ახალგაზრდების დაჯილდოება.

No comments:

Post a Comment